გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

4-06-2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების ორ კანონპროექტზე იმსჯელა.


პირველი კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.


კერძოდ, თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებული იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება ეს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ მათი ფლობა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც.


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ მეორე კანონპროექტით, დაიხვეწება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატები გამოცხადდებიან, რაც შესაძლებელს გახდის, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უფრო შემჭიდროებულ ვადებში ჩამოყალიბდეს.


კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.