გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ტოიოტას" წარმომადგენლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ნარჩენების მართვის კუთხით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება

4-06-2021

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე Toyota Caucasus LLC-ის დირექტორს, კოჯი მაცუნოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების, განსაკუთრებით კი საავტომობილო ნარჩენების და მეორადი ავტომობილების გადამუშავების პერსპექტივები საქართველოში, მიმოიხილეს ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული კანონმდებლობა, სადაც ავტომობილების ნარჩენების გადამუშავებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე რაც იაპონიას აქვს ზოგადად ნარჩენების მართვის კუთხით როგორც საავტომობილო, ასევე ზოგადად შეფუთვის ნარჩენების თვალსაზრისით.

შევთანხმდით, რომ საქართველოში „ტოიოტას" წარმომადგენლობა ჩვენს კომიტეტთან არსებულ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და იაპონიის მაგალითიდან გამომდინარე მაქსიმალურად გაგვიზიარებს იმ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რაც ტოიოტას სხვა ქვეყნებში საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე აქვს", -განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.