გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქციები გაიმართა

6-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით,  გარემოს დაცვის მსოფლიო დღესათან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქციები გაიმართა.

დასუფთავების აქცია პროექტის " დავიცვათ საქართველოს სისუფთავე "ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციები.

გარემოსდაცვითი და დასუფთავების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.