გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ორფოლოში საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

6-06-2021

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა პოზიციების რაიონში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება, საბრძოლო წყობაში გაშლა და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

საარტილერიო სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ბატარეის დონის სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფების, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპი კი, ბატალიონის შემადგენლობაში წვრთნასა და შეფასებას მოიცავდა.

წვრთნების მიზანს მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენდა.

დასკვნით საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობისა და მე-6 საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.