გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარიას ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან

6-06-2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მაშინდელი პოზიცია, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სამართლის აღსრულების გადადების შესახებ, საეჭვოდ ესადაგება მიხეილ სააკაშვილის გეგმებს. მმართველი გუნდის წევრი გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსებასაც ეჭვქვეშ აყენებს.

„გიორგი გახარიას ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებით - რევოლუციური სცენარის კუთხით. საეჭვოა სამართლის აღსრულების დაცდის ის რამდენიმე დღე. რა საჭირო იყო, ეს პროცესი შეფერხებულიყო, როდესაც ყველასთვის, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო. თავად გიორგი გახარიაც, ყველას გვარწმუნებდა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, ფინანსდება თუ არა მისი პარტია კეზერაშვილის მიერ.

„მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია კეზერაშვილის მიერ გახარიასა და გახარიას გუნდის დაფინანსების შესახებ. ამაზე, გახარიას მხრიდან, პასუხი და არგუმენტი არ მოგვისმენია“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.