გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: თვითმმართველობის არჩევნები გახარიას ახალი პარტიისთვის პირველი და უკანასკნელი იქნება

6-06-2021

ვფიქრობ, რომ ვინც ასე არდამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები გახარიას პარტიისთვის პირველი და უკანასკნელი იქნება.

„გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაამთავრა მაშინ როცა გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ფაქტია, რომ მის მიერ დასახელებული მიზეზები ძალიან უხერხული და უარგუმენტო იყო და მე ვფიქრობ, რომ ვინც ასე არდამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს. აქედან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნები მისი ახალი პარტიისთვის იქნება პირველი და უკანასკნელი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.