გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მწერალთა სახლში წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

7-06-2021

მწერალთა სახლში მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის მესამე რედაქცია ქართულ და ინგლისური ენებზე აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის დაბადებიდან 140 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა.

წიგნი დაწერილია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიებს. წიგნში ნაჩვენებია აფხაზ არისტოკრატთა და სწავლულთა სოციალური და კულტურული როლი საქართველოსა და მისი ერთ-ერთი მხარის - აფხაზეთის ყოფაში, ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის დიდი ნაწილის ერთიანი  ქართული ეროვნული ცნობიერება, მათი მცდელობა ქართველ ემიგრანტებთან ერთად წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.