30-03-2018
სვანეთში , “ტეხურის კასკადს” სს”ტეხური ენერჯი” ააშენებს. მთავრობამ გამარჯვებული უკვე გამოავლინა. კომპანია 170 050 000 აშშ დოლარის ინვისტიციას განახორციელებს.
„ტეხურის კასკადის“ დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
ეკონომიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდ. ტეხურზე ასაშენებელი „ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია სს „ტეხური ენერჯი”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.