გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ; ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში

7-06-2021

გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.