გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში ბავშვი მოძრავი ავტობუსიდან გადავარდა

30-03-2018

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე 15 წლის გოგონა ავტობუსიდან ჩამოვარდა და დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების თქმით, გოგონა სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი ავტობუსით მიდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა ავტობუსში ავარიული ღილაკი გამოიყენა, რის შემდეგაც კარი გაიღო და გოგონა მოძრავი ტრანსპორტიდან გადავარდა. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელმაც სკოლის აღსაზრდელი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემდგომი გამოკვლევების მიზნით კი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

"ინფორუსთავი"