გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მასწავლებლებისათვის და მასწავლებლობის მსურველებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

8-06-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრას ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის მართავს.

შეხვედრა 9 ივნისს, 15:00 საათზე, Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას ტესტების შინაარსობრივ ნაწილსა და, ზოგადად, საგამოცდო პროცესის შესახებ ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მიაწვდიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღია კარის დღეები ონლაინ ფორმატში მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გამართა. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის დირექტორი, წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ.

ონლაინ ღია კარის დღეები 2021 წლის გამოცდების მონაწილეებისათვის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge