გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება

8-06-2021

„ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა” – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება. რას ცვლიდა ის ორი სამი დღე, ჯერ რაციონალური არგუმენტი ამაზე არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას? დღესაც მათ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს, ვის წისქვილზეც ნებსით თუ უნებლიეთ დაასხა წყალი ამ ადამიანის მოქმედებამ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.