გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოს მოსავლის აღების პროცესი დაიწყო

8-06-2021

გლდანის N 8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ბაღში ჟოლოს მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო პროექტში დასაქმებულ მსჯავრდებულებს ჟოლო 2019 წლიდან მოჰყავთ. მოსავლის რეალიზაცია ყოველწლიურად ერთ-ერთ მსხვილ ჰიპერმარკეტში და სხვადასხვა ობიექტში ხდება. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, კი მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს და მათ ხელფასის სახით ერიცხებათ.

ჟოლოს მოსავლის აღების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მათი რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტს 2020 წლიდან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.