გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერ-მინისტრი „სოლიდარობის ფონდს" დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს

9-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „სოლიდარობის ფონდს" დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს.

როგოც მთავრობის მეთაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, ფონდი 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს, მისი ინიციატივით და მთავრობის სრული მხარდაჭერით დაარსდა და წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას.

„დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს ჩემი ინიციატივითა და მთავრობის სრული მხარდაჭერით „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" დავაარსეთ.

ჰუმანურობისა და სოლიდარობის ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაცია 7 წელია წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას. ათასობით საჯარო მოხელის, კერძო მეწარმისა და მოქალაქის ძალისხმევით შეგროვილი დაახლოებით 21 მილიონი ლარი, 832 ბენეფიციარი, 4000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი - არცთუ ისე დიდი დროისთვის, ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია. ამ ციფრების უკან მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და ბედნიერი ოჯახი დგას.
დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას "სოლიდარობის ფონდის" თითოეულ შემომწირველს. ეს დღე ჩვენი ერთიანობის დღეა, სიმბოლო იმისა, რომ სიკეთის კეთებისთვის გაერთიანებულ საზოგადოებას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია.
მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ კვლავ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს", - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.