გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აქციები “ლიბერთი ბანკში”, წილები ვაკეში – რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრის ოჯახი

30-03-2018

რა ქონებას ფლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალ თანამდებობაზე წარადგინა.

მაია ცქიტიშვილის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მას მეუღლე დავით ხატიაშვილი, შვილი ნატა ხატიაშვილი და დედა თამარ ცქიტიშვილი ჰყავს. 
თანამდებობის პირის 2018 წლის დეკლარაციაში, შვილი ნატა აღარ ფიგურირებს, თუმცა სწავლის გადასახადს მშობლები მას დღემდე უხდიან. კერძოდ, მშობლებმა შვილის სწავლის საფასური 8316 ლარი გადაიხადეს. 
ამასთან, მშობლებმა ერთი წლის განმავლობაში, შვილის პირად ანგარიშზე, 12 000 აშშ დოლარი, 47 000 აშშ დოლარი და 7 407 ფუნტი სტერლინგი შეიტანეს.
მაია ცქიტიშვილის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 270 000 ღირებულების საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი, რაშიც თანამდებობის პირმა 12 642 ლარი გადაიხადა. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია კომერციულ ფართი, სადაც მაია ცქიტიშვილი 75 პროცენტს ფლობს, დანარჩენი კი მისი მეუღლის, დავით ხატიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. აქ ცოლ-ქმარი თანაპარტნიორები არიან.
მაია ცქიტიშვილის სახელზეა გაფორმებული აგრეთვე კოჯორში ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც მაია ცქიტიშვილს აჩუქეს. დოკუმენტით ირკვევა, რომ ახლადდანიშნულ მინისტრს მსუბუქი ავტომანქანა „Mitsubishi Pajero“ ჰყავს, რომელიც მიწის ნაკვეთებთან ერთად აჩუქეს.
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის დროს, წლის განმავლობაში, 94 500 ლარი აიღო.

რაც შეეხება თანამდებობის პირის მეუღლეს, დავით ხატიაშვილს, იგი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს.
კერძოდ, დავით ხატიაშვილის სახელს უკავშირდება: 
1) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე რეგისტრირებული შპს “ბილდინგ სოლუშენსი”, აქ დავით ხატიაშვილის პარტნიორია და მისი შემოსავალი 56652 ლარია.
2) თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული შპს მიკროკლიმატი, სადაც 75 პროცენტი დავით ხატიაშვილს ეკუთვნის.
3) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სს “ჯორჯიათრეიდი”, მისი შემოსავალი აქ – 6 2847 ლარი ფიქსირდება.
4) თბილისში, შპს ბილდინგი, აქ დავით ხატიაშვილი დირექტორია და მისი შემოსავალი 6875 ლარს უტოლდება.
5) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს სავაჭრო ცენტრი.

მაია ცქიტიშვილის დეკლარაცია მოწმობს, რომ ოჯახმა „შოპინგში“ 1304 ევრო დახარჯა, მოგზაურობაში კი 5705 ლარი და 807 ფუნტი სტერლინგი.

მინისტრის მეუღლემ შარშან ტელეფონი და კომპიუტერი შეიძინა. ტელეფონში 599 ფუნტი სტერლინგი, კომპიუტერში კი 2800 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, ქონების გადასახადის სახით მაია ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს 3 299,19 ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მაია ცქიტიშვილის მეუღლე დავით ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯიათრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში “საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 10,997.47 დოლარი, 11924,19 ლარი და 523,58 გირვანქა სტერლინგი; საკრედიტოზე 29951,92 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით – 15 000 დოლარი ჰქონდა.
მაია ცქიტიშვილი 1974 წლის 2 ივნისს დაიბადა თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. 1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.
1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.
2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია „Georgian Air“ კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე.
2012 წლის 1 ნოემბრიდან კი კანცელარიის უფროსად დაინიშნა.

kvira