გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჟიგიმანტას პავილიონისი: ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე

9-06-2021

"ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე, ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან" - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი რუს პრანკერებთან, ვოვანთან და ლექსუსთან საუბრობს.

ერთ-ერთმა პრანკერმა თავი ალექსეი ნავალნის თანამოაზრედ, ლეონიდ ვოლკოვად გაასაღა. მასთან საუბარში პავილიონისი ასევე ამბობს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისი ომი აქვს.

„ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე, ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს, ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოში და ა.შ. ავტოკრატიებთან ნორმალურად ვიბრძვით თუ არა? რას ვშვრებით? ტვინი თუ ძალა არ გვაქვს? კრემლი მათ მუხლებზე დააყენებს? არ ვშვრებით ამას? რატომ“, - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.