გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღეს ულოცავს

9-06-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს, დაბადების დღეს ულოცავს.

„კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებით რისმაგ გორდეზიანის ღვაწლი ფასდაუდებელია. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სფეროში ძლიერი სკოლა შექმნა. იგი ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 30-მდე წიგნისა. ბატონი რისმაგის ნაშრომებზე არაერთი თაობა აღიზარდა. მისი ავტორიტეტი აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციები ცნობილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანასა და წამყვან უმაღლეს სასწავლებელში. მნიშვნელოვანია, რომ მას მინიჭებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი და, ამავდროულად, არის საბერძნეთის ღირსების ორდენის ერთადერთი ქართველი კავალერი.

გულითადად ვულოცავ ბატონ რისმაგს დაბადების დღეს. ქართული საზოგადოება მის ამაგს ყოველთვის სათანადოდ დააფასებს“ - ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.