გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზალკალიანიას პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, მოადგილედ კი თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნ

9-06-2021

ზალკალიანიას პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, მოადგილედ კი თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა.

ლაშა დარსალია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა, იგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია.


დარსალია 2017 – 2018 იკავებდა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.


2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე:


2008 – 2009 ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად; 2009 – 2016 უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორად; 2016-2017 საქართველს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელად;


2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე: 2002-2004 ანალიტიკოსად ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტების განხრით; 2004 ორგანიზაციის წარმომადგენელად, პროექტების მენეჯერად აზერბაიჯანში; 2004 - 2005 ორგანიზაციის წარმომადგენლად, პროექტების მენეჯერად სომხეთში; 2005 – 2006 სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორად.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ კი თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა.
ჯანჯალია დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობს.

2018 -2021 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 2013-2018 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში; 2012-2013 წწ.


- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2012 წწ.


გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2007-2008 წწ.
- საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის რესპუბლიკაში; 2004-2007 წწ.
გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი.