გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას

9-06-2021

ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო.

„ნებისმიერი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია, ეკონომიკაშია, ბიზნესმენია თუ ფერმერია, ყველა ადამიანის ქმედებას ექნება შესაფერისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იგი იყო ბიზნესომბუდსმენი. შემდეგ იგი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, რომელიც კურირებდა მთელ უსაფრთხოების სისტემას. შემდეგ იყო უკვე პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცენდენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, როცა ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ მომატებული რისკი და საფრთხე იყო. მინდა ძალიან მარტივი შედარება გავაკეთო - ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს, როგორც ყოფილ შს მინისტრს, კარგად უნდა ახსოვდეს - ნებისმიერ ოპერაცია თან ახლავს რისკები. ჩვენი პოლიციელები მაგიტომ მიდიან ნებისმიერ რისკზე. მითუმეტეს, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა და არ იყო მოსალოდნელი. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, იქ რომ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო. მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი. კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო მაშინ, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა, ჩემი შეფასებით. რამდენიმე დღეში, ჩემი ხელმძღვანელობით, ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით, ჩვენ, ჩავატარეთ ოპერაცია უპრობლემოდ. არავინ არ დაზიანებულა. როგორ ფიქრობთ, მე არ ვფიქრობდი მაშინ რისკებზე და მომატებულ საფრთხეებზე. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, მთავარი სიტყვა - პასუხისმგებლობა და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე, მიღწევასა თუ წარმატებაზე.

რაც შეეხება შეფასებას ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, ვერაფერს დამატებითს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ მე მინდა ყველა ადმიანს ვუსურვო წარმატება, იქნება ეს პოლიტიკოსი, მეწარმე თუ ეკონომიკაში დასაქმებული პირი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.