გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტყვარჩელში ინსცენირებული თავდასხმის მონაწილეები დააკავეს

22-11-2017

აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირები, რომლებსაც ბრალი ედებათ 2015-16 წლებში ჩადენილ რიგ დანაშაულში, წერს „აბხაზია ინფორმი“. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს მუხურისა და ოქუმის საზღვარზე, ორმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანა „გაზელს“, რომელსაც მუხურის მცხოვრები ნიკა გერგედავა მართავდა, ასევე მასში ისხდნენ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრები. შედეგად, თავდამსხმელებმა ფიზიკურად ანგარიშსწორების მუქრით, მათ 407.000 რუბლი გამოსძალეს
და ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც აღმოჩნდა, ზემოთ აღნიშნული ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირება, „გაზელის“ მძღოლმა ნიკა გერგედავამ მოაწყო, თანამზრახველებთან, ძმასთან - გიორგი გერდგედავასთან და მეგობართან - ანრი ღვინჯიასთან ერთად. აღნიშნული დამაშაულის ჩადენის შემდეგ, გიორგი გერგედავა და ანრი ღვინჯია შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

გამოცემის ცნობით, გიორგი გერგედავა და ანრი ღვინჯია დააკავეს, ისინი დანაშაულს აღიარებენ, ხოლო თავდასხმის ორგანიზატორზე, ნიკა გერგედავაზე ძებნაა გამოცხადებული. მას ბრალი, წინა წლებში ჩადენილ სხვა დანაშაულებშიც ედება. საქმეს ტყვარჩელის რაიონის პროკურატურა იძიებს.


წყარო: რადიო "ათინათი"