გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გასაჯაროვდება ის შენობები, რომლებშიც სახანძრო უსაფრთხოების წესები არ არის დაცული

30-03-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმ ობიექტებს გაასაჯაროვებს, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, პერმანენტულად შემოწმდება ქვეყნის მასშტაბით არსებული შენობა-ნაგებობები, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა.


„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა.


მოწმდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.


გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.


სტატისტიკით დგინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.


საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.
შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.


გარდა ამისა, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და გამოვალთ ინიციატივით, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ყველა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შეექმნას საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს.

digest