გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრები მიმდინარეობს

10-06-2021



სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი ასოციაციების (რესტორატორთა ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია) ჩართულობით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის შესახებ ობიექტების ინფორმირება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სააგენტოს ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, რეგულაციის თანახმად, 1-ლი ივნისიდან ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.