გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტი გამოავლინა

11-06-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული ინვენტარიზაციის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თავის ოჯახის წევრზე დარეგისტრირებულ საწარმოს მოჩვენებითი გარიგებით სრულად გადააწერა ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რის შედეგადაც, საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის იძულების წესით ამოღებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205 (1) მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.