გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს ფაროსანას არ მიყიდის

30-03-2018

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში 300 კილოგრამამდე ფაროსანა შეაგროვეს.

ამის შესახებ Sputnik-Абхазия-ს ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ განუცხადა.


„პირადად ვნახე 300 კილოგრამამდე ფაროსანა, რომელიც ქალაქსა და სოფლებში შეაგროვეს. სავარაუდოდ, მწერი კიდევ არის, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით“,-აღნიშნა მან.


მის თქმით, ადგილობრივები ფაროსანას შესაგროვებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.


ამასთან, ჯოპუას თქმით, მოსახლეობა აცხადებს, რომ ფაროსანას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ არ ჩააბარებს.


„მოსახლეობა აცხადებს, რომ თავს ამის უფლებას არ მისცემს და ფაროსანას ანადგურებს, წვავს“,-აღნიშნა ხრიპს ჯოპუამ.


მედიის ინფორმაციით, რუსეთი მზად არის ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ. ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს.


როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა სოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა, მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ.

digest