გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შსს-მ ახალციხეში მშობიარობიდან ორ დღეში გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო

30-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის პოლიციამ ახალციხეში შპს კლინიკა „იმედში“ მშობიარობიდან ორ დღეში გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ფაქტის შესწავლას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც იწყებს. როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, უწყების თანამშრომლები ახალციხეში 2 აპრილს ჩავლენ. 
უწყებაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ. 

"ინტერპრესნიუსი"