30-03-2018
ფოთის საკრებულოს მე-9 მოწვევის სხდომაზე დაპირისპირება, მერიის მიერ ახლაშექმნილი სამსახურების დებულებების დამტკიცების საკითხმა გამოიწვია.ოპოზიციამ, სახანძრო განყოფილების გაუქმების ხარჯზე, ერთ-ერთ სამსახურში მოადგილის შტატის დამატება გააპროტესტა.მათი განცხადებით ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი და თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
ფოთის საკრებულოს მე-9 მოწვევის სხდომაზე დაპირისპირება, მერიის მიერ ახლაშექმნილი სამსახურების დებულებების დამტკიცების საკითხმა გამოიწვია.ოპოზიციამ, სახანძრო განყოფილების გაუქმების ხარჯზე, ერთ-ერთ სამსახურში მოადგილის შტატის დამატება გააპროტესტა.მათი განცხადებით ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი და თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
„როდესაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე სახანძრო უსაფრთხოების დაცვის პრობლემა აქტუალურია, თქვენ ეს განყოფილება გააუქმეთ და 3 კაციან სამსახურში, სადაც ერთი სპეციალისტია, მოადგილე დაამატეთ. ეს ყველაფერი სოცილურ ქსელში გავრცელებულ სურათს მაგონებს, სადაც გელა მარტო მუშაობს და 30 ბრიგადირი თავზე ადგას,არანაირ ჩარჩოში არ ჯდება ის რასაც თქვენ აკეთებთ“_ აღნიშნა „ნაციონალების“ წარმომადგენელმა დათო ხომერიკმა.
დარეჯან ცხვიტარიამ მმართველი გუნდი ბიუჯეტის არამინზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა:
"სამსახურების პარალელურად გაქვთ აიპები შექმნილი. იერარქიულად უფრო მაღლა სამსახური დგას, ამ დროს ტენდერებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს აიპი აკეთებს.მაინტერესებს ამ სამსახურების ფუნქცია რა არის?! 15 მილიონიანი ადგილობრივი ბიუჯტიდან 14 მილიონი მხოლოდ ხელფასებზე და სხვადასხვა ხარჯებზე მიდის. ამ ქალაქში ხალხს არაფერი ეკუთვნის?! ხომ შეიძლებოდა რამოდენიმე აიპი გაგეუქმებიათ და გამონთავისუფლებული თანხით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის შეგეწყოთ ხელი. ყველა თქვენი ახლობელი, და აქტივისტია დასაქმებული, მუნიციპალიტეტი დასაქმების ბიუროდ აქციეთ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ბიუჯეტის ძარცვაა, თანხები არამიზნობრივად იხარჯება“ .
„შენების მოძრაობის“ წევრი პაატა ჩაგანა შეეცედა ლოგიკური ახსნა მოეძებნა, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის საშტატო სტრუქტურაში: სამსახურში სადაც სამი პირია ხელმძღვანელი და მხოლოდ ერთია სპეეციალისტი, მსგავსი არ გამიგია არასოდეს, რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე. ან რა საჭიროა ორგანიზაციები, რომლებსაც სახელფასო თანხა წლის ბოლომდე არ ყოფნით“.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩოჩიამ ოპოზიციის მიერ დასახელებული გარემოებები იმით ახსნა, რომ სამსახური ფუნქციურად ძალიან დატვირთულია და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბევრ პოროექტებზე მუშაობს.
კენჭისყრაში ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო. საკითხი ხმათა უმრავლებოთ დამტკიცდა.