გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლაშა ხუციშვილი: ოპტიმისტური სცენარით წელს მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება

11-06-2021

ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება - აღნიშნა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტზე და მთავრობის ვალზე.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 9.3 პროცენტამდე გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 20 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ - 60 პროცენტიან ზღვარს.

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1 პროცენტის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოცდება 60 პროცენტიან ნიშნულს და 57 პროცენტი იქნება. ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5 პროცენტამდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რა შემთხვევაშიც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.