გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან სერგი ხიდეშლთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ ცოტნე", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს ამს ტექნიკსი", შპს „ კაპიტელი", შპს „ ორვო", შპს „ ჯეი ემ კომპანი", შპს „ ემდი როუდი", შპს „ დელტამშენიო" წარმომადგენლებთან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლის მოწყობის, ნაპირსამაგრების, ხიდების მშენებლობის, წყლის სისტემის რეაბილიტაციის, რიონის კალაპოტის ფორმირების და დამცავი ლოდნარი ჯებირის მოწყობის საკითხები, ასევე ისაუბრეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა ივლისის თვეში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთვის გეგმა - გრაფიკთან ჩამორჩენის და ვადაგადაცილების საკითხი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელები.