გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში

11-06-2021

აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში, - აღნიშნა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აპრილში დაფიქსირდა 44.8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხო ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდა მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი. ასევე, აღსანიშნავია ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად კვლავაც პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში აპრილში ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის დონეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.