გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: ათიათასობით მოქალაქეს არა აქვს დაკანონებული ის ფართები, რაშიც ფული გადაიხადეს, ოპოზიცია კი ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევა

11-06-2021

საქართველოს პარლამენტში მშენებლობის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ცხარე კამათი გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის სერიოზული პრობლემების შესახებ სტატისტიკა წარმოადგინა. ამ სტატისტიკის თანახმად, ბოლო 20 წლის მანძილზე აშენებული კორპუსებიდან 12 000 ობიქტი, სადაც ათეულობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს, ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ახალი კანონი კი ამ პრობლემებს სრულიად აღმოფხვრის:

„ოპოზიციის დიდი ნაწილი პოლიტიკური სპეკულაციით არის დაკავებული. დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზე მუშაობისას, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ხალხის რეალური პრობლემები არ ადარდებთ. ჩვენ გვაქვს წარსულის ცუდი მაგალითი, როდესაც მოქალაქეებმა ფული გადაიხადეს და რეალურად ქონებას ვერ ფლობენ, მათ არ შეუძლიათ ამ ქონების გამოყენება, რადგან ობიექტები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. იქ ცხოვრობენ თანამოქალაქეები, იზრდება თაობები და უძრავ ქონებას ფასი არა აქვს.

ეს რომ არ განმეორდეს, პრევენციის მიზნით შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმად, სანამ შენობა ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული, ვერ შევა გაზი და დენი, შესაბამისად, ვერ შევლენ მოქალაქეებიც საცხოვრებლად. ეს არის ხალხზე გათვლილი პოლიტიკა მათივე პრობლემების მოსაგვარებლად“.

სოზარ სუბარმა ისაუბრა ასევე იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც უკანონოდ იყვნენ შეჭრილნი სხვადასხვა შენობებში და ხელისუფლება მათ ბინების დაკანონებას დაჰპირდა. მისი გადმოცემით, 1200-ზე მეტ მოქალაქეს უკვე დაუკანონეს და ეს პროცესი გრძელდება. მაგრამ, ვინც ახლა აშენებს სადმე უკანონოდ, მათ შენობები დაუკანონდებათ:

„ასეთი მოქალაქეების მიმართ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული, რადგან მომავალში არ მოხდეს ქაოტური განაშენიანება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ახალი სივრცითი მოწყობის კანონი,რომელიც სრულიად ახლებურად არეგულირებს მშენებლობებს როგორც თბილისში, ასევე მთელს საქართველოში. დედაქალაქში კახი კალაძის ხელმძღვანელობით მიღებულ იქნა თბილისის განვითარების გენერალური გეგმა და მსგავსი გენერალური გეგმები კეთდება მთელს საქართველოში. ყველა გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე იმ ქალაქის თუ რაიონის განვითარების ინტერესები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.