გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი მხატვრულ-დეკორატიული კომპოზიციებით გაფორმდა

30-03-2018

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გარე ფასადი მხატვრულ-დეკორატიული კომპოზიციებით გაფორმდა. 

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, დეკორატიული ელემენტები სახელწოდებით ,,ზღაპრული ქალაქი’’ და ,,ჩვენ და ბუნება’’ სხვადასხვა მასალისგან დამზადდა. პროექტის ავტორი დიზაინერი ბესიკ პოპიაშვილია. მასთან ერთად გარე ფასადის კომპოზიციების შექმნაში მხატვრები - მალხაზ ჩალაძე, თემურ ქურციკიძე და დათო ფიცხელაურიც მონაწილეობდნენ.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, #1 ბაგა-ბაღს, დღეს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის შემსრულებლებთან, მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ესტუმრა. 

„რუსთავის მერმა მხატვრულ-დეკორატიული კომპოზიციებით გაფორმებული ფასადი დაათვალიერა და პატარებთან ერთად სააღდგომოდ შეძენილი ბზის ნერგები დარგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

"ინტერპრესნიუსი"