გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სამეგრელოში 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

12-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ქალაქ წალენჯიხაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოში დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები გამოვლინდა.

მოქალაქეების საკარმიდამო ეზოებში, ჯამში, 18 ერთეული თმელასა (მურყანი) და აკაციის სახეობის მორი და 0,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.


სახერხი საამქროები და მათ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყე დაილუქა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.