გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი

13-06-2021

ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის რაც არის განსაზღვრული წინა ნატოს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში - ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.