გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

როსელხოზნადზორი: აფხაზეთში ფაროსანას შემოსევა ბიოლოგიური დივერსიაა

30-03-2018

აფხაზეთში ფაროსანას შემოსევა ბიოლოგიური დივერსიაა,- ამის შესახებ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა, იულია მელანომ რუსულ მედიასთან ინტერვიუსას თქვა.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვაქვს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე", - განაცხადა მელანომ. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიაა და მათ არ იციან, რას აკეთებენ ისინი.

იმავდროულად, როსელხოზნადზორმა უკვე აღნიშნა, რომ ამ რეგიონიდან რუსეთში აფრიკული ღორის ვირუსის (ASF) იმპორტირების ფაქტები და ინფექცია უპრეცედენტო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

აფხაზეთში ფაროსანას შემოსევის გამო ორი აპრილიდან რუსეთში აფხაზეთიდან თხილისა და ხილის იმპორტი იკრძალება. ფედერალური სამსახური ვერ აზუსტებს რამდენ ხანს გაგრძელდება აკრძალვა.

imedinews.ge