გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე

14-06-2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რაში ჭირდებოდა ორი სამი დღე - მარტივი კითხვა დავსვით რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო ინეტერვიუ, თუმცა გახარიამ გვერდი აუარა, კითხვას. რატომ? იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ორი სამი დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა, უარესობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა, მაგრამ უარესოებისკენ რას ცვლიდა, ამაზე ვერაფერს ვერ იტყვის გახარია, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლებოდა უარესობისკენ, გამომდინარე აქედან, როდესაც არ გაქვს პასუხი, რაში გჭირდებოდა ორი სამი დღე, ბუნებრივია ეჭვები ამ შემთვევაში არის ძალიან მძაფრი და ჩენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამაზე ვისაუბროთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამას ემატება ეჭვები დაფინანსებასთან დაკავშირებით და იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც საუბრის საშუალებას იძლევა. ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები.რომელიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო.