30-03-2018
"არის ორი ვერსია და წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არაბული რკინიგზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე, ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა.
შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე, რომ აეროპორტიდან 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური, და ამ სადგურს აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა.
ამ ესკალატორის მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, სადაც იქნება ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში, ასევე რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელებისათვის. ეს იქნება ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, მათ შორის ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები.
ეს პროექტი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე პირველად დაანონსებული. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ. 2019 წელს პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი ",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.