გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო

15-06-2021

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა -განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ არა მარტო ამ ჩანაწერის შინაარსზე, არამედ მის მიზანზეც, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშლილიყო და დახურულიყო.
„ეს იყო მათი მიზანი და ჩვენ მივყვებთ მათ მიზანს. საერთოდ არ გვინდოდა ამნისტიის კანონი არავითარი ფორმით. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა, ჩაიწერა და ვიღებთ შესაბამისად ამ კანონს. მივყვებით მიშელის დოკუმენტს“ - განცხადა ირაკლი კობახიძემ.