გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასწავლო წლის დასრულება ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას შატილის სკოლიდან მიულოცა

15-06-2021

2020-2021 სასწავლო წლის დასრულების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ დავით ნოზაძესთან ერთად შატილის სკოლას ეწვია და მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სრულიად საზოგადოებას სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცა.

მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი მაქსიმალური სიფრთხილისა და პროტოკოლის სრული დაცვისთვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლებში განახლდება.

ეკატერინე დგებუაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე წარიმართა. თუმცა რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შატილის სკოლაში, სადაც ამჟამად 4 ბავშვი სწავლობს, უახლოეს პერიოდში სკოლის სასადილოს მშენებლობა იგეგმება, რომელიც ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა.