გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ისე სახელმწიფოს ღალატი

15-06-2021

"კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი" - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, როდესაც ადამიანს ღალატი აქვს ჩადენილი, ეს მისი ტვირთია.

„ჩვენ ამაზე სინანულით ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს კაცი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ერთ- ერთი ლიდერი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენთვის დასანანია, და ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით გუნდის წევრისგან არის ეს დასანანი, თორემ ვიღაცა ზურგში რომ გირტყამს დანას, ოპონენტი და მტერი, ეს ბუნებრივია სხვანაირ ემოციებს გამოიწვევს. ეს ჩვენთვის არის სინანულის მიზეზი მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა, რაზეც საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის იმ მიზეზის გამო რომ გახარიას აქვს ახლა ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად 43%-ს დაგვაახლოვოს, ეს ამოცანა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.