გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჰელგა მარია შმიდი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ძალიან კარგად ვიცი

15-06-2021

ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი IPRM-ის რიგით მე-100 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ახლახან გვქონდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მეასე შეხვედრის გახსნა.

მოხარული ვარ, მივსალმებოდი ეუთოს სახელით შეხვედრის მონაწილეებს.

კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, რომელიც დაახლოებით თორმეტი წლის წინ ჩათარდა.
მაშინ მე ევროკავშირს წარმოვადგენდი და ვამაყობ, რომ ვმონაწილეობდი ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შექმნაში.

მე აღარ ვმუშაობ ევროკავშირში თუმცა მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემი კოლეგა ევროკავშირიდან არის წარმოდგენილი,“-აღნიშნა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.

"ევროკავშირი და ეუთო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა გახდა დაძაბულობის განმუხტვის შეუცვლელი საშუალება.

აღნიშნულმა ფორმატმა, ასევე, ძალიან კონკრეტული წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ზაზა გახელაძის საკითხის შესახებ იქნება.

„ეუთო მსოფლიოში ყველზე დიდი უსაფრთხოების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ხალხის კეთლდღეობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოსახლეობას აქვს.


ეს არის კონკრეტული ყოველდღიური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.


ასევე როგორც აღინიშნა, IPRM-ის შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან კარგად ვიცი არსებული ვითარება, მაგალითისთვის ზაზა გახელაძის საკითხი, რომლის შესახებაც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი“ - განაცხადა შმიდმა.