15-06-2021
კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკები და კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გვანცა მეზვრიშვილმა და დავით პარკაძემ წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს პროგრამა და პროექტის მიზნები, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერაზე პროექტში “უნარები წარმატებისთვის”.
წარმომადგენლების ჩართულობა პროექტის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანია, მათ უკეთ იციან ადგილზე ახალგაზრდების პრობლემები, მოთხოვნები, უნარები, რაც სამომავლო მუშაობაში აუცილებელი და გასათვალისწინელებელია.
ვახტანგ მაისურაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და თანადგომა. მან წარმომადგენლებს მოუწოდა კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ადგილზე დახმარებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ახალგაზრდების პროექტში ჩართულობისკენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ მობილური ახაგაზრდული მუშაკები, რომლებიც თითოეული სოფლის ახალგაზრდებთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს ახალგაზრდულ ინიციატივებს.