გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს შეხვდა

16-06-2021

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

მიხაილ ზიბერტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართვრელობის არჩევნები.

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.