გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

17-06-2021

საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში. გამოცხადდება საჯარო კონკურსი და მიიღება ნებისმიერი სახის იდეა, შემდეგ, ჰერალდიკის საბჭოსთან ერთად, ამას დავამუშავებთ და ბოლოს უკვე გამოვიტანთ კენჭისყრაზე. მინდა, ყველა ჩაერთოს და საქართველოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი ექნება",- განაცხადა კახა კუჭავამ.