18-06-2021
საქართველო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 508. 66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56 253 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე ვადით.