გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: რა მიზანიც ამოძრავებდა გახარიას 17-18 თებერვალს, იგივე მიზანი ამოძრავებს ახლაც, რაც შეიძლება დაგვაახლოოს 43%-ს

18-06-2021

„რა მიზანიც ამოძრავებდა გახარიას 17 - 18 თებერვალს, იგივე მიზანი ამოძრავებს ახლაც, მისი ამოცანაა, რაც შეიძლება დაგვაახლოოს 43%-ს.

მას ერთი ძალიან საინტერესო რაღაც წამოსცდა თქვენთან, მან თქვა, რომ 43% -ის აღების შემდეგაც „ქართულ ოცნებას“ ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა. როგორ შეიძლება ეს განმარტოთ, თუ არა როგორც იმ სცენარის, ლეგიტიმაცია ხომ ერთადერთია დემოკრატიაში? ეს არის ხალხის მხრიდან, მონიჭებული მანდატი“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

შეკითხვაზე, ხომ არ მზადდება ფონი გახარიას დასაჭერად, კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთ დროს სამართლებლივად უნდა არსებობდეს, მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამ მიმართულებით საქმე აღიძრას.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება. რომელიც არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს წავუყენოთ პოლიტიკური ბრალი. სამართლებრივი მხარე არის აბსოლუტურად სხვა სფერო. რაც შეეხება პოლიტიკურ ბრალს, ამ ბრალის წაყენებისთვის ჩვენ ყველანაირი მტიცებულება და საფუძველი გვაქვს. არის კონკრეტული ინფორმაცია, საიდანაც შეიძლება ძალიან მარტივი, ლოგიკური დასკვნების გამოტანა და ამაზე საჯაროდაც ვსაუბრობთ. ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის რაოდენობაზე, რამდენი კაცი, როდის უნდა გამოსულიყო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რა იგეგმებოდა, მაგრამ დეტალები - სახელები, გვარები და ა.შ ჯერ ცნობილი არ არის. რომ ვთქვა მერკანტილური ინტერესები იყო, სამართლებლივად გამყარებული მტკიცებულებები უნდა დავდოთ. ჩვენ, გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა აქაც არ გვინდა ჭორაობაში შევიდეთ ვიდრე, არ გვექნება უფრო მყარი მტკიცებულებები და ინფორმაცია“ დანარჩენი ყველამ გამოვიტანოთ დასკვნები. მაგალითად, 20 ივნისს, როდესაც წყლის ჭავლი არ გამოიყენა, როდესაც სპეზრაზმი ჭიშკრის გარეთ დააყენა, რა მიზანი ჰქონდა, ამაზეც შეგვიძლია ლოგიკურად ვიმსჯელოთ, როდესაც ალყას არ შლიდა, მაშინაც იგივე პროცესი იყო“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.