გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

,,მილიონიანი პროექტის" განხორციელებისას სოფლის ერთ უბანში წყლის მილები დასამონტაჟებელი დარჩათ

2-04-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მილიონიანი პროექტის განხორციელების დროს, ერთ-ერთ უბანში წყლის მილები ჩასაყრელი დარჩათ. ამის გამო, ახალ კომპანიას დამატებითი სამუშაოების გაწევა უხდება.

საქმე 2016-2017 წლებში ქვახვრელში მომუშავე შპს ,,არქიკულტურას" დაწყებულ საქმეს ეხება. ,,არქიკულტურამ" 800 000 ლარი იმ პირობით ჩაურიცხეს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულად ჩაუთვალეს.

,,ეს უბანი იყო გამორჩენილი და ეხლა ყრიან წყლის მილებს," - გვითხრეს ადგილობრივებმა. სასმელი წყლის ახალი მილების გარეშე, დაახლოებით 10 ოჯახია დატოვეს. ამჟამად, სამუშაოებს სხვა კომპანია ,გეოპლასტი" აწარმოებს.

,,გეოპლასტი" ამ საქმეში, ახალი ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 15 დეკემბრიდან ჩაერთო.

ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2016 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია ,,არქიკულტურა" მუშაობდა. მათ 800 000 ლარი აითვისეს და აცხადებდნენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულეს. კერძოდ, დარჩენილი იყო მრიცხველების სამონტაჟო სამუშაოები.

კომპანია ,,არქიკულტურას" სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ დაასრულა. გორის მაშინდელმა გამგებელმა ვადა სამჯერ გადაუწია. 880 000 ლარიდან ,,არქიკულტურამ" 800 000 ლარი აითვისა. დროულად ვერშესრულების გამო, პირგასამტეხელო, მხოლოდ, 90 000 ლარი დააკისრეს.

ეს არის პროექტი, რომლის გამო გუბერნატორი და გამგებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხოლო სოფლის მოსახლეობამ ტურისტული გზა გადაკეტა, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის ძალისმიერი მეთოდთ დაშლა მოჰყვა.

qartli.ge