გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე

18-06-2021

ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება ეკონომიკის ზრდა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის მდგომარეობით საქართველოში მილიონ ას ორმოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2020 წლის დასაწყისისთვის, ანუ პანდემიამდე ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა შვიდას ოცდაათი ათასამდე.

„პანდემის პერიოდში ეს მაჩვენებელი რვაასი ათასს გადასცდა, ძალიან მძიმე ზიანი მოგვაყენა პანდემიამ და შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მოთხოვნით. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება პირველ რიგში ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკა გაიზარდა როგორც ნომინალურ მაჩვენებლებში, ასევე რეალური ეკონომიკა, ვიღაცაზე აისახა, ვიღაცაზე არა. იყო გარკვეული დინამიკა, მილიონ ას ორმოცდაათი ათასიდან ჩამოვიდა შვიდას ოცდაათი ათასამდე, მაგრამ შვიდას ოცდაათი ათასი ადამიანი ეს არის 20%-ზე მეტი. როცა ამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბუნებრივია, სიღარიბე რჩება მთავარ პრობლემად და სიმძიმედ, მათ შორის პოლიტიკაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.