გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა

18-06-2021

„ჩვენთვის მთავარი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. უკვე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციის ნიშნები“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თოქშოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, პანდემიამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც იყო მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

„დღეს საბედნიეროდ უკვე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციის ნიშნები. სამწუხაროდ, პირველი თვე იყო ორნიშნა მინუსი, მერე იყო დაახლოებით 4%-იანი ვარდნა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფლაციაც არის, რაც გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით პანდემიამ და ძალიან მაღალია მაჩვენებელი. რატომ მოხდა ზუსტად იგივე და უარესი თურქეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, უკრაინაში, რუსეთში. ყველგან ხელისუფლება იყო უვარგისი? იყო გარკვეული მძიმე ტენდენცია, რამაც ეს ყველაფერი განაპირობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ჩვენს სავარაუდო ხარვეზებზე. პირველი ორი თვე იყო ცუდი მონაცემები, გვქონდა ეკონომიკის ვარდა. თუმცა, ეს გამოსწორდა მარტის თვეში, როცა გვქონდა პლიუსი და უპრეცედენტო 45 პროცენტიანი ზრდა აპრილში. მაისშიც იგივეა ნავარაუდევი. ჩვენ არჩევნების წინ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა იყო 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა დაგვებრუნებინა იმ ნიშნულზე, რაც გვქონდა 2020 წლის დასაწყისში, ანუ პანდემიამდე, რაც უნდა მოხერხდეს და მოხერხდება. დღეს გვაქვს ისეთი ტენდენცია, რაც ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ეს არის ყველაზე მეტად რაც აინტერესებს ხალხს, ეკონომიკა და სოციალური საკითხები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.