გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აზერბაიჯანული ავიაკომპანია ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს

18-06-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს. ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე.

„ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი „ბაქო-თბილისი-ბაქოს" მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 20 ივლისამდე ეს იქნება კვირაში ხუთი ფრენა, 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება - საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდის თაობაზე.

„ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.