გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების გამოკითხვა დაასრულა

18-06-2021

„ეს საარჩევნო უბნები ყველაზე პრობლემურები იყო, რომლებიც ჩვენ, თავიდანვე, მეთოდოლოგიის საშუალებით შევარჩიეთ. ამ პროცესში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ - დაშვებული შეცდომები, რომლებიც გავაანალიზეთ და სიღრმისეულად შევისწავლეთ, არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა და ვერ მოახდინა იმ შედეგებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებასთან", - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან და 89-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისგან ახსნა-განმარტებები მოისმინა.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის შეცდომები.

„ჩვენ ვაწყდებით შეცდომებს, რომელიც მექანიკურად იყო დაშვებული. ვაწყდებით სიტუაციებს, სადაც უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება იყო და ვაწყდებით შეცდომებს, რომელიც კომპეტენციის ნაკლებობიდან გამომდინარე იყო. ამის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება ცალკე და გაანალიზებს გასაუბრებების შედეგებს", - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.